2021 წელს აფხაზეთი მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას გეგმავს

 2021  წელს აფხაზეთი მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას გეგმავს

აფხაზური პრესის სტატიაში გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს სტატიის ავტორისა და მე-16 ელემენტის პოზიციას.

ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ ტურისტულ პორტალ „ტურდომთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 2021 წლის სეზონზე აფხაზეთი რუსეთიდან 1 100 000 ტურისტის მიღებას გეგმავს. მისივე თქმით, ტურისტების სწორედ ამ რაოდენობამ დაისვენა 2019 წელს. აფხაზეთში ტურისტული სეზონი როგორც ყოველთვის მაისის სადღესასწაულო დღეეზე გაიხსნება, თუმცა უკვე ძალიან მაღალია დასვენების ინტერესი.

„აქტიურად სტუმრობენ ისეთ ღირსშესანიშნავ ადგილებს, როგორებიცაა რიწის ეროვნული პარკი და ახალი ათონის მღვიმე.  რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა მოდის კრასნოდარის მხრიდან, ყველა რეგიონიდან. ახლა გვაქვს დღეები, როდესაც რუსეთის მხრიდან საზღვარს კვეთს ექსკურსიანტებით დატვირთული 50 ან თუნდაც 100 ავტობუსი. ადრე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა“ – აღნიშნა თეიმურაზ ხიშბამ.

აფხაზეთში დასვენების ინტერესი ასევე დაადასტურეს აფხაზეთის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა. მათივე ინფორმაციით, სასტუმროები უკვე იღებენ ჯავშნებს გაზაფხულისა და ზაფხულისთვის.

ტურისტული სეზონისთვის ასევე ემზადებიან რუსეთის ტუროპერატორები. ეროვნული ტუროპერატორის “ALEAN“ ექსპერტები განმარტავენ, რომ აფხაზეთში დასვენების მოთხოვნა მხარდაჭერილი იქნება კრასნოდარის მხარესთან შედარებით უფრო მიმზიდველი ტარიფებით.

ღირებულებებთან დაკავშირებით თეიმურაზ ხიშბამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში სასტუმროებმა ფასების ამაღლებისაგან თავი შეიკავეს.

წყარო

Maru Mchedlishvili

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა