აფხაზეთში 3 მარტიდან 25 მარტამდე გამოფენა „ქალის პორტრეტი“ გაიმართება

 აფხაზეთში 3 მარტიდან 25 მარტამდე გამოფენა „ქალის პორტრეტი“ გაიმართება

„აფხაზური პრესის  სტატიაში გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს სტატიის ავტორისა და მე-16 ელემენტის პოზიციას”.

3 მარტს აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გამოფენა სახელწოდებით „ქალის პორტრეტი“ გაიხსნება. გამოფენის ორგანიზატორები სოფლის მეურნეობის აკადემია და სახელმწიფო ეროვნული გალერეა არიან. გამოფენა იმართება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკებები. გამოფენა გაგრძელდება 25 მარტამდე.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მხატვარ-პორტრეტისტს ოდესღაც აუცილებლად შეუქმნია ნამუშევარი ქალის გამოსახულებით. ხშირად სწორედ ქალის პორტრეტები ახსენებს ხალხს მხატვრის სახელს მრავალი წლის, ისევე როგორც საუკუნის განმავლობაში. ქალის პორტრეტები ასახავს არა მხოლოდ მხატვრის ესთეტიკურ შეხედულებებს, არამედ მის იდეებს საზოგადოებაში ქალის როლთან დაკავშირებით.

წყარო