ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოხუმში

 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოხუმში

„აფხაზური პრესის  სტატიაში გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს სტატიის ავტორისა და მე-16 ელემენტის პოზიციას”.

1 ივნისს რ. გუმბას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. 

მისასალმებელ სიტყვაში სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ასტამურ აშუბამ მადლობა გადაუხადა ქალაქის განათლების სამსახურს ღონისძიების მომზადებისთვის, ბავშვებს კი მათ თავზე მშვიდობიანი ცა, ჯანმრთელობა და სწავლაში წარმატებები უსურვა. 

პირველ მოქმედებაში ქალაქის სკოლების მოსწავლეებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით შექმნილი მუსიკალური წარმოდგენა «ნამცეცა» უჩვენეს. წარმოდგენა მოამზადეს სოხუმის დამხამრე სკოლის თანამშრომლებმა  და მოსწავლეებმა, საბავშვო თეატრალურმა სკოლა „არლეკინომ“ და ქორეოგრაფიულმა სტუდია „ამზაჩმა“ ოლგა დენისოვას ხელმძღვანელობით. დადგმის იდეა ეკუთვნოდა მეგი ტარბას, ნახევარ-განაკვეთზე სკოლის მოსწავლეს. სამხატვრო ხელმძღვანელი და ორგანიზატორი კი დამხმარე სკოლის დირექტორი ვიქტორია ტარკილი იყო.

მეორე მოქმედებაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელთათვის გაიმართა სადღესასწუალო კონცერტი, რომელიც ორგანიზებული იყო ქალაქის საბავშვო ბაღების კოლექტივების მიერ, განათლების განყოფილების სპეციალისტის აზა კვარჩიას ხელმძღვანელობით.

ამასთანავე, ს. ჩანბას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ არსებულ მოედანზე ასევე მიმდინარეობდა სადღესასწაულო ღონისძიებები ბავშვებისათვის.

მიუხედავად სიცხისა, ღონისძიებას ბევრი ბავშვი და მოზარდი ესწრებოდა. მაყურებელთა დიდი რაოდენობა შეკრიბა სამხატვრო სკოლების სტუდენტების გამოფენამ.  ასევე, თავიანთი ვოკალური და ქორეოგრაფიული ტალანტები გამოავლინებს მუსიკალური სკოლებისა და ქორეოგრაფიული და ვოკალური სტუდიების მოსწავლეებმა. 

“სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული სამხატვრო სკოლები, მუსიკალური სკოლები და ასევე ბავშვები, რომლებიც საწვლობენ ვოკალურ სტუდიებში. ვფიქრობ ბავშვები ისიამოვნებენ დღესასწაულით“ – განაცხადა ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციის კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნაალა ხაშიგმა ბავშვებთან და მოზარდებათან მისალმებისას. 

აპლოდისმენტებით შეხვდნენ და გააცილეს ელენა ვოიტკოს საბალეტო სტუდიის წარმოდგენა „კონკია“, საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „იააირუმა“, სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „აბაზა“, კოვაჩას სახელობის საბავშვო სამხატვრო #1 სკოლა, საბავშვო ვოკალური და ინსტრუმენტული ანსამბლი

„დიოსკურია“, ბრეიქ დანსის ჯგუფები, ილდა კუჩუბერიას, რამინა ზადეს და ფაი მარხოლიას ვოკალური სტუდიების სტუდენტები, #4 მუსიკალური სკოლისა და ა. ჩიჩბას სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები. 

დრამატულ თეატრში სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა. ბავშვების სახეებს ღიმილი არ შორდებოდა, ისინი სცენაზე გამომსვლელებთან ერთად ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ამასთანავე, ბავშვებს ართობდნენ ანიმატორები. პროგრამის დასრულების შემდგომ ბავშვებს ბუშტები დაურიგეს. 

იყო გასართობი მათთვის, ვისაც უყვარს სხვადასხვა თამაშები და შეჯიბრებები. ბ. შინკუბას სახელობის პარკში, ხეების ჩრდილში მიმდინარეობდა მასობრივი სპორტული ღონისძიება „ბავშვობის თამაშები“. ასევე იყო სამაგიდო თამაშები – ჭადრაკი, დამკა, დომინო, ტენისი, ჰოკეი, ფეხბურთი. ასევე მოედნები ბოულინგისთვის, კალათბურთისა და ბადმინტონისთვის. ზოგს სახის მოხატვა მოსწონდა, ზოგს კი  ცისარტყელას საპნის ბუშტების გაშვება. ბავშვებს მოწყენის საშუალებას არ აძლევდნენ ანიმატორებიც. 

1 ივნისს არც კულტურულ-ბიზნეს პლატფორმა „გუმა“ გამოაკლდა. აქაც მომზადდა მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა. 

„ჩვენმა პარტნიორებმა წარმოადგინეს რამდენიმე თემატური ზონა. აქ არის „მეცნიერების ზონა“ საგანმანათლებლო პროექტიდან „Ауасхы“, „რობოტზონა“ IT-სკოლიდან, „საგანმანათლებლო ზონა“ საგანმანათლებლო ცენტრისგან „Аӡыхь“, „არტ-ზონა“ სტუდია „სალვადორისგან“, ასევე „ტრადიციული მშვილდიდან სროლის ზონა“ მშვილდოსანთა კლუბიდან „Афырхы“. ბავშვებისთვის მომზადდა უფასო ტკბილეული – ბამბის ტკბილეული, პოპკორნი, ნაყინი და გასართობი პროგრამა ანიმატორების მონაწილეობით“ – განაცხადა „გუმას“ ხელმძღვნალმა ხიბლა ვოზბამ.

წყარო:

Maru Mchedlishvili

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა