ე.წ აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში ეროვნული პარკების საზღვრების გაფართოების საკითხები განიხილეს

„აფხაზური პრესის  სტატიაში გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს სტატიის ავტორისა და მე-16 ელემენტის პოზიციას”.

კოდორის ხეობისა და რიწის რელიქტური ეროვნული პარკების ტერიტორიების საზღვრების დამტკიცების შესახებ, მინისტრთა კაბინეტის დადგენილების პროექტის განხილვის მიზნით,  ეკონომიკის სამინისტროში სხდომა გაიმართა.

პარკების საზღვრების გაფართოების საკითხი დაკავშირებულია ყოველწლიურად მზარდ რეკრეაციულ დატვირთვასთან და ფლორის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობასთან. ეროვნული პარკები და ნაკრძალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იშვიათი მცენარეების გადაშენებისგან დაცვაში. ეროვნული პარკების ფართობის გაზრდა გადაარჩენს აფხაზეთის უნიკალურ ბუნებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტყის ფონდის რაციონალური გამოყენების საკითხი. რესპუბლიკის სატყეო საწარმოებს ჭრისთვის ხელმისაწვდომი კომერციული მერქნის ნაკლებობის პრობლემა ექმნებათ.

აღნიშნულ  საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები გამოთქვეს იმ უბნების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა, სადაც პარკებია განთავსებული, ასევე, სატყეო საწარმოების ხელმძღვანელებმა და ეკოლოგებმა. შეხვედრაში მოწვეული ექსპერტის სახით მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა.

შეხვედრაზე, სატყეო ინდუსტრიის განვითარებაში სოციალურ-ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების ბალანსის შესანარჩუნებლად გამოიკვეთა რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს მომავალში აისახება დადგენილების პროექტში და წარედგინება მთავრობას განსახილველად.

წყარო:

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები