ჩვენს შესახებ

თქვენ იმყოფებით ახალგაზრდების მიერ შექმნილ ანალიტიკურ პორტალზე.https://16thelement.ge/

ეს არის ახალგაზრდული ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საერთო ღირებულების მქონე, თუმცა სრულიად განსხვავებულ ადამიანებს. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სივრცე, სადაც  გავიხსენებთ, გავაანალიზებთ, ახალ ამოცანებს დავისახავთ, უფრო რეალისტურები გავხდებით, უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ახალგაზრდებს, რომელთაც უნდათ მეტი იცოდნენ კონფლიქტებზე, კონფლიქტების შემდეგ ცხოვრებასა და ადამიანურ ისტორიებზე. პლატფორმა  ღიაა ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის ვისაც სურს გამოაქვეყნოს საკუთარი ნაშრომი თემის ირგვლივ.

პლატფორმის სახელწოდება ინსპირირებულია გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება) მიერ.

ანალიტიკური პორტალი შექმნილია „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივები მშვიდობისათვის“ ფარგლებში

პორტალზე გამოქვეყნებული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და ის შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის,  დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მოსაზრებებს.

ზედა პანელზე გადასვლა