გაერო, როგორც მედიატორი მშვიდობის მშენებლობაში

 გაერო, როგორც მედიატორი მშვიდობის მშენებლობაში

   თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს პოლიტიკურად მოუგვარებელი და ,,გაყინული” კონფლიქტები. ამ დროს პროცესების დარეგულირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ორგანიზაციები,რომლებიც მედიატორის როლს ასრულებენ. 

 საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარ ჯაჭვს ნატო, გაერო,ევროკავშირი და ეუთო წარმოადგენს,რომლებიც ჩართულები არიან უსაფრთხოების სექტორის  საკი
თხების მართვასთან  და რეფორმასთან.ისინი მუდმივად  მუშაობენ სამხედრო,პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ არსენალის გაზრდასა და მოდერნიზაციაზე. მათი მთავარი პრინციპი ეფუძნება ერთ იდეას: დაამყარონ საერთაშორისო მშვიდობა და პოლიტიკური კონფლიქტები მოაგვარონ შეთანხმების გზით. მათ მიერ წარმართული სამშვიდობო მისიები, ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს  სხვადასხვა ლოკალური თუ საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

   დღევანდელი მრავალგანზომილებიანი სამშვიდობო ოპერაციები მოწოდებულია არა მხოლოდ მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისკენ, არამედ ხელს უწყობენ პოლიტიკური პროცესების წარმართვას, იცავენ სამოქალაქო პირებს,მოლაპარაკებებს აწარმოებენ განიარაღების საკითხში და ცდილობენ კანონის უზენაესობის აღდგენას. საერთაშორისო სამხედრო მისიები მსოფლიო მშვიდობის სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. ისინი უზრუნველყოფენ,როგორც ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქვეყნების უსაფრთხოებას, ასევე პარტნიორი ქვეყნებისაც .

   საქართველო აქტიურად იღებს მონაწილეობას  გაეროს,ნატოსა და ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამხედრო მისიებში.ყურადღება მინდა გავამახვილო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე,რომელიც დღემდე ლიდერად რჩება კონფლიქტების რეგულირებაში.ორგანიზაციის მთავარი როლი არის კონფლიქტების თავიდან აცილება,მართვა და კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მშვიდობის დამყარება. საქართველო გაეროს წევრი 1992 წლის 31 ივლისს გახდა.1993 წლის თებერვალში საქართველოს ეწვია გაეროს პირველი სადამკვირვებლო მისია (UNOMIG),რომელსაც საფუძვლად ედო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული N858 რეზოლუცია და ითვალისწინებდა საქართველოს და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის ზავის დადებას.აღნიშნულ სადამკვირვებლო ღონისძიებას 6 თვიანი მანდატი ჰქონდა,თუმცა შეთანხმების დარღვევისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების შემდეგ გაერომ მისიის დრო შეამცირა.სადამკვირვებლო მისია ასრულებდა პრევენციულ ფუნქციას ყველა მხარისათვის,განიხილავდა საჩივრებს,რომელიც ეხებოდა საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული შეთანხმების დაცვას. 1994 წელს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა.რუსეთმა მოახერხა და თავისივე ინსპირირებულ კონფლიქტში ,,შუამავლის” როლი მოირგო.ქართული,აფხაზური და რუსული მხარე გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ერთად შეთანხმდნენ,რომ დევნილები დაუბრუნდებოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს.გადაწყვეტილების მიუხედავად რუსეთის ფედერაციამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. 1994 წლის 31 იანვარს მისია დასრულდა ,თუმცა ამავე წელს მანდატი 2004 წლამდე გაგრძელდა.საქართველოსთვის 1993-1995 წლებში გაეროს მხრიდან უმეტესწილად ჰუმანიტარული დახმარება იყო გაწეული. საქართველო ცდილობდა კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო ჩართულობის გაზრდის მეშვეობითაც და ამოქმედდა ,,გაეროს გენერალურ მდივნის მეგობართა ჯგუფი”. გაეროს გენერალური მდივნის მიერ 2007 წელს გამოქვეყნდა ანგარიში,სადაც განხილული იყო საქართველოში არსებული სიტუაცია. აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამი იყო,რომ სეპარატისტები სხვადასხვა მიზეზის გამო თავს არიდებდნენ პირდაპირი დიალოგის წარმართვას.ეწინააღმდეგებოდნენ ქართული მხარის მცდელობებს ახალი სამშვიდობო პროცესების დაწყებაში. 

   გაეროს მისიას აფხაზეთში აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი.ისინი ხელს უწყობენ კონფლიქტის ზონაში ინფრასტრუქტურის აღდგენას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გაეროს მისიის მანდატი გაფართოვდა და მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილება, რაცევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე ექვს პუნქტიანი შეთანხმების შემდეგ მოიპოვა. ექვსპუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო ძალის გამოყენებაზე უარის თქმა და საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ. 2009 წლის 15 ივნისს რუსეთმა ვეტო დაადო სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას. 

   აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაეროს ქმედებები ყოველთვის არ არის ეფექტური.მკვლევართა გარკვეული ნაწილი ფიქრობს რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციები მათი წესდებიდან გამომდინარე შეზღუდული არის კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში და საკმარისად ქმედითუნარიან ნაბიჯებს ვერ დგამს .ეს განპირობებული არის უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი სახელმწიფოს ვეტოს უფლებით,რაც გადაწყვეტილების მექანიზმებს საკმაოდ ასუსტებს,რადგან ვეტოს უფლების მქონდე სახელმწიფო თავად შეიძლება გახდეს აგრესიის წყარო.

  აღნიშნულის მიუხედავად გაეროს გავლენა და მნიშვნელობა არ სუსტდება საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების კუთხით.

Medea Tabatadze

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა