გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდ განყოფილება გაიხსნება

 გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ ერთი კოვიდ განყოფილება გაიხსნება

გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს ავტორის ან მე-16 ელემენტის პოზიციას.

16 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბამ გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმთან ხაჯარატ შამბასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, საავადმყოფოს მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და სამედიცინო პერსონალის დაკომპლექტების საკითხები. 16 ივლისის მონაცემებით საავადმყოფოში სტაციონალურ მკურნალობას გადის 179 პაციენტი.

საავადმყოფოში ადგილების შევსების გამო გადაწყდა, რომ უმოკლეს ვადაში გაიხსნას კიდევ ერთი განყოფილება, რისთვისაც ყველაფერი უკვე მზადაა. პალატებსა და სამკურნალო ოთახებში დამონტაჟდება კონდიციონერები.

გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში ასევე გაიგზავნა დამატებითი სამედიცინო ბრიგადები. ამასთანავე, ედუარდ ბუთბამ აღნიშნა, რომ საავადმყოფოს მთლიანად შევსების შემთხვევაში, სოხუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე გაიხსნება კოვიდ განყოფილებები.

წყარო

Maru Mchedlishvili

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა