კოვიდვითარება აფხაზეთში

გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს ავტორის ან მე-16 ელემენტის პოზიციას.

27 ივლისის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21,417 მიაღწია, გარდაიცვალა 299 ადამიაი, გამოჯანმრთელდა 17,235 .27 ივლისისთვის გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 172 პაციენტია სტაციონარული, მათგან 46 მძიმე მდგომარეობაშია, 56 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია, 18 ადამიანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის კლინიკა – 24, გაგრის კლინიკა – 51, აქედან 17 მძიმე მდგომარეობაშია, ტყვარჩელის კლინიკა – 15 პაციენტი .კორონავირუსული ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის საოპერაციო შტაბი აფხაზეთის მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ყველა საჭირო სიფრთხილე ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

წყარო

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები