კულტურა როგორც პოლიტიკის ნაწილი

აფხაზური საზოგადოების ცხოვრების მიმდინარეობაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის აფხაზურ მედიაში არსებული სტატიები კულტურისა და სპორტის შესახებ.  თუმცა დიდი ნაწილი სტატიის შინაარსისა ამ სფეროებში საგარეო კავშირების წარმოჩენას უკავშირდება. აღნიშნული ძირითადად მოიცავს აღიარების პოლიტიკისკენ გადადგმულ ნაბიჯებს  და ფსევდო თანამეგობრობის განცდის ჩამოყალიბებას.  რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რუსეთის ფედრაციასთან თანამშომლობაა, ხოლო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში  ეს გამოიხატება მცირე, ინდივიდუალური კონტაქტების დამყარებაში. აროფორმალური ურთიერთობის დამყარებაში კი იგულისხმება, ის რომ აფხაზეთი ამყარებს ისეთი ქვეყნის მოქალაქესთან კავშირს,მაგალითად ჟურნალისტთან, რომელიც არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

აფხაზური პრესა კვლავაც აქტიურად აქვეყნებს სტატიებს კულტურასა და ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზე. ამ მხრივ შესამჩნევია „აფხაზეთის   საზღვარგარეთ“ მოღვაწე წარმატებული არტისტების გაშუქების ტენდენცია. „სპუტნიკ აფხაზეთის“ ვებგვერდზე შევხვდებით სტატიას ნიუ – იორკში TASS-  ( რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო) –ის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს ხიბლა გერზმავასთან, რომელმაც ნოემბერში გამართა კონცერტი კარნეგი  ჰოლში. აქტიური კომუნიკაცაა რუსულ და აფხაზ ხელოვანებს შორის  თატრის მიმართულებითაც. სოხუმის დრამატული თეატრი მართავს წარმოდგენას რუსეთში, ამასთანვე მათ მასტერკლასს უტარებენ რუსი მსახიობები და რეჟისორები. აფხაზური მხარე ხშირად მასპინძლობს  საგუნდო და საორკესტრო ფესტივალებს, აფხაზი არტისტებიც ხშირად სტუმრობენ  რუსეთის ავტონომიურ რესპუბლიკებს.

   კულტურისა და სპორტის გარდა,აუცილებელია ვახსენოთ ჟურნალისტიკა და მედია სფერო ,სადაც აფხაზეთი აქტიურად ცდილობს აწარმოოს არაფორმალური მოლაპარაკებები თუ კავშირები.როგორც ჩანს, აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირი გეგმავს შემოქმედებითი კავშირების დამყარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალურ კავშირებთან. „აფხაზინფორმის“ ინფორმაციით  სოჭში   პრესის 23-ე  ფესტივალის  „ მთელი რუსეთი 2019“ – ის ფარგლებში  ე.წ აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ რუსლან ხაშიგმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ჟურნალისტიკაში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის შესახებ ბულგარელი ჟურნალისტების კავშირის თავჯდომარე სნეჟანა თოდოროვასა და მონღოლეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზულკაფილ მაულეტთან. აღსანიშნავია სოჭში გამართული  თანამედროვე ჟურნალისტიკის ფესტივალი “მთელი რუსეთი-2019”, რომლის ფარგლებშიც პრემიერ მინისტრი ვალერი ბგანბა შეხვდა  როგორც მონაწილეებს, ასევე პოლონეთისა და რუსეთის ფედერაციის მედიის წარმომადგენლებს.

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები