მხარდაჭერა განვითარებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ

 მხარდაჭერა განვითარებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ

ტერმინი ოკუპაცია თანამედროვე მსოფლიოში  გულისხმობს რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავებას. იცვლება ეპოქა, ცხოვრების რიტმი ; ხარისხი,  და ,რა თქმა უნდა ,ადამიანის მსოფლმხედველობა , აღქმა და საჭიროება. ამ ეპოქაში ქვეყნებს გლობალური პოზიციონირებისთვის აღარ სჭირდება მილიტარიზაცია. როცა მის ნაცვლად სტრატეგიად შეუძლიათ გამოიყენონ  გეოეკონომიკა ან კულტურა ანუ გეოეკონომიკა და პოპულარული გეოპოლოტიკა.  თუმცა ქვყენებს საჭის მართვის და კოორდინაცის პოვნის დროს  ჩრდილ ქვეშ რჩებათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები. სანამ საერთაშორისო ასპერზზე  ჰალსტუხიანი ადამიანები ოკუპაციასთან გამკლავებას ცდილობენ, ამასობაში თაობები იზრდებება. მათ რუსულმა ოკუპაციამ დიდი გავლენა იქონია როგორც უშუალოდ  ოკუპირებულ,ასევე საოუკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების ყოფასა და ყოველდღიურობასა. გარდა გარკვეული რესურსების შეზღუდვისა,ასეთ მოცემულობაში მცხოვრებ ადამიანებს ელემენატრულ სერსვისებზეც კი არ აქვთ ხელმისაწვდომობა, როგორიცაა წყალმომარგება, სკვერი, მწვანე სივრცე და ასშ. ხშირ შემთხვევაში,  მათ გაძლიერება  შესაბამისი სახელმწიფო სტურქტურების უშუალო მოვალეობაა, თუმცა მათ მხარდასაჭერად მცირე საზოგადოებრივ  გაერთიანებებს არანაკლები ეფექტი აქვს. პირიქით, ეს მათთვის ნიშანია რომ ვიღაცას ახსოვთ და საზოგადოების ნაწილი არიან.

ერთ-ერთი ასეთი სოფელია ოკამიც. აღსანიშნავია რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს, განსაკუთრებით კი პატარა ბავშვებსა და მოზარდებს , სკვერიც კი არ აქვთ მინიმალური განტვირთისთვის,თამაშისთვის. სწორედ ამიტომ, ნანა დეისაძემ და მისმა მეგობრობა გადაწყვიტეს გაეუმჯობესებინათ სოფლის  მოსახლეობისთვის დასასვენებელი/რეკრეაციული  პარკის ინფრასტრუქტურა. კამპანია,პროექტი წარდგენილია  ორბელიანის  ონლაინ პლატფორმაზე,“ორბელიანი მეტი” ქრაუდფაინდგის პლატფორმაა სოციალური ინიციატივების მხარდასაჭერად და კარგი იდეებისთვის მეტი მხარდამჭერის გასაერთიანებლად. შეგროვებული თანხა კი გამჭირვალედ იხარჯება. „ახალი სიცოცხლე ოკამის პარკს“ გულისხმობს იდეას მოეწყოს სოფლის შესასავლელში 5 ჰექტარზე არსებული  „გამწვანება“, რომელიც დღეს მხოლოდ შემოღობილია. პროექტის მიზანია განთავსდეს:

  • საბავშვო გასართობი ობიექტები (საქანელები, სასრიალო, ჰამაკი)
  • საპიკნიკე სივრცე (მაგიდა, სკამები)
  • დასასვენებელი სკამები
  • ნაგვის ურნები
  • საფრენბურთო, საფეხბურთო და საკალათბურთო მცირე მოედნები, რომლებიც ამჟამად სრულიად დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს.

მსგავსი ადგილების მცხოვრებთათვის, მეტნანაკლებად ღირსეული განვითრებისთვის და ცხოვრებისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა დაისვენონ, გაერთონ და ითამაშონ.  თითოეული ლარი თითო აგურია ამ საჭირო ინიციატივსთვის.

თუ გსურთ თანხის შეგროვებაში თქვენი წვილილი შეიტანოთ დააჭირეთ აქ

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა