საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და კუბასთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობა

გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს ავტორის ან მე-16 ელემენტის პოზიციას.  

აფხაზეთის რესპუბლიკა მონაწილეობს მოსკოვში გამართულ XXVII საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა  “MITT-2021”-ში.  MITT  (Moscow International Travel & Tourism Exhibition)  ანუ „მოსკოვის საერთაშორისო მოგზაურობისა და ტურიზმის გამოფენა“  ყველაზე დიდი სამოგზაურო გამოფენაა რუსეთსა  და დსთ-ს ქვეყნებში. MITT არის საერთაშორისო გამოფენა და ბიზნეს პლატფორმა ქვეყნების, რეგიონებისა და ტურისტული კომპანიებისთვის, სადაც ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებლები ხვდებიან  პოტენციურ კლიენტებს, პოულობენ ახალ მომხმარებლებსა და ბიზნეს პარტნიორებს.

აფხაზეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა. ”პანდემიის მიუხედავად, გამოფენის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. აფხაზეთის სტენდი არის ტურისტული გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მონახულებული სტენდი”, – თქვა მინისტრმა.ეს, მისი თქმით, დიდი შესაძლებლობაა რესპუბლიკის ტურისტული უპირატესობების დემონსტრირებისა და მეტი სტუმრების მოსაზიდად აფხაზეთში. წელს გამოფენაში 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორისაა მალაიზია, მალდივები, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ტაილანდი, ალბანეთი, საქსონია, ნიკარაგუა და სხვა.

 აღნიშნულ გამოფენაზე აფხაზეთმა და კუბამ განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. აფხაზეთის ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა შეხვდა მოსკოვში ტურისტული გამოფენის MITT-2021 ფარგლებში თავის კუბელ კოლეგას ხუან კარლოს გარსია გრანდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ აფხაზეთის  რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.”მე მზად ვარ ვითანამშრომლო თქვენთან, თუ ასეთი ინტერესი გაქვთ”, – თქვა კუბის მინისტრმა კუბაში ტურიზმის განვითარების შესახებ.

  თავის მხრივ, აფხაზეთის ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ მადლობა გადაუხადა კუბელ კოლეგას აფხაზეთით დაინტერესებისათვის.”ჩვენ გვიყვარს კუბა, რადგან საბჭოთა კავშირსა და კუბას შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობდა. ნიკიტა ხრუშჩოვის დროს, როდესაც ფიდელ კასტრო პირველი ვიზიტით ჩამოვიდა სსრკ-ში, იგი წაიყვანეს აფხაზეთში. ჩვენ გვესტუმრა გმირი! აფხაზეთში, რომელიც დღემდე ინახავს მოგონებებს, თუ როგორ იმყოფებოდა ფიდელ კასტრო მათთან, ბევრი ფოტოსურათი არსებობს, სადაც ის სვამს ღვინოს აფხაზური რქისგან, ჭამს აფხაზურ საჭმელს “, – თქვა ხიშბამ.

ტურიზმის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ”შორს არ არის დღე, როდესაც კუბის რესპუბლიკა ასევე ცნობს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას”. თეიმურაზ ხიშბას თქმით, აფხაზეთი ემზადება 1.5 მილიონამდე სტუმრის მისაღებად 2021 წელს.

გამოყენებული წყაროები: წყარო #1 , წყარო #2

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები