სოხუმის სანაპირო დღეს და მისი მომავალი განვითარების ასპექტები

სოხუმის სანაპირო რომ აფხაზეთის და ზოგადად მთელი რეგიონის სავიზიტო  ბარათია ამ საკითხზე კამათის გარეშე ყველა მხარე თანამხდება.  ქალაქის ურბანული განვითარების მნიშვნელოვან ასპექტს სწორედ სანაპირო წარმოადგენდა და წარმოადგენს. სანაპირო სოხუმელებისა და ტურისტებისთვის  განსაკუთრებულ თავშეყრის ადგილის, დასასვენებელ სივრცეს წარმოადგენდა. ომამდე პერიოდში ხელოვნურად აღადგინეს პლიაჟის  კონკრეტული არეალები.  საინტერესოა როგორ გამოიყურება დღეს ის და როგორია მისი განვითარების სამომავლო  პერსპექტივა. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობებს  გვაწვდის გამოცემა “აპსნის”თან ინტერვიუში ურბანისტი და ტერიტორიული  განვითარების სპეციალისტი  ინნა ბარჩან. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტელას ინტერვიუდან.

ურბანისტის თქმით მთელს მსოფლიოში სანაპირობს  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, როგორც ყველაზე ძვირფასი გასართობი ,  განსაკუთრებული სულის მატარებელი ადგილი. იქიდან გამომდინარე რომ  წყალს აქვს  გრავიტაციული მიზიდვის უნარი, სანაპიროს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ  ნებისმიერ დადებით  ცვლილებას ძალზე სწრაფად შეუძლია გააუმჯობესოს  გარემოს ხარისხი  და მთლიანობაში ქალაქის იერსახე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ პროცესში მთავარია ადამიანი და მისი კონტაქტი წყალთან რაც შეიძლება კომფორტული გახდეს, რაც, თავის მხრივ, ზოგადად გავლენას მოახდენს მის ჰაბიტატზე.  ტყუილად არ არის რომ  ისტორიული ლაჟვარდოვანი ნაპირი , როგორც ჩანს,   საკმაოდ კარგად მოვლილი, გადის რეკონსტრუქციასა და მოდერნიზაციას შესაშური სისტემური ხასიათით.

   ინნა ბარჩანის თქმით  დღეს სოხუმის სანაპირო არის, უდავოდ, ჯერ კიდევ ერთ-ერთი  პოპულარული, თუ არა ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი სივრცეა. ამასთან, მისი პოტენციალი სრულად არ არის გამოვლენილი ორი მიზეზის გამო ,  პირველ რიგში  საინჟინრო ინფრასტრუქტურის საკმაოდ შეზღუდული მდგომარეობის გამო. ცხადია, სანაპიროს მთლიან საინჟინრო ინფრასტრუქტურას სერიოზული განახლება სჭირდება. ეს  შეეხება  ის საკითხებს ,როგორიცაა საინჟინრო ქსელების სრული განახლება, მათ შორის სადრენაჟე სისტემის, სანაპირო დაცვის კედლების აღდგენა, ენერგომომარაგება,  პრინციპულად  ახალი  თანამედროვე  უბარიერო სანაპირო, რომელსაც  წყლის მახლობლად  მოსახერხებელი მისადგომები ექნება მეორე პრობლემა დაკავშირებულია  სანაპიროსთან,  როგორც საზოგადოებრივ სივრცის ძალიან შეზღუდული ფუნქციები აქვს . გარკვეულწილად, იკარგება მისი ისტორიული და კულტურული იერსახე , არქიტექტურული ღირებულება. პლიაჟის  ზოგიერთ მონაკვეთზე  გაწყვეტილია საცალფეხო ბილეკები , ხოლო შესასვლელი ზონები და მოედნები ძირითადად ავტოსადგომებისთვის გამოიყენება. ურბანისტის თქმით ცალკე  მნიშვნელოვან საკითხად ჩნდება სანაპირო ზოლის ისტორიული მწვანე ზონის უფრო ფართომასშტაბიანი რესტავრაცია, რაც მოითხოვს ლანდშაფტის განვითარებისთვის კონცეპტუალურად ახალი მიდგომების შემუშავებას, რადგან ეს არის მწვანე ინფრასტრუქტურა, რომელიც ქმნის მთლიანობაში ქალაქის ესთეტიკური ჩარჩოს.

  ასევე უნდა აღინიშნოს რომ სოხუმის სანაპირო ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სარეკრეაციო პოტენციალი, ქალაქიდან არის გარიყული. ზოგადად, სანაპირო ზონის ამ ტერიტორიის რეორგანიზაცია  აუცილებელია და მისი ჩართვა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში. კერძოდ, განვითარების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს სანაპირო ზოლის გაფართოებას  არსებული საზღვრების გასწვრივ, მდინარე ბესლეთამდე. ეს უდავოდ გაცოცხლებს ქალაქის მთელ სანაპირო ზოლს, შექმნის ერთიან კომფორტულ და მრავალფუნქციურ საცალფეხო ზონას, უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას როგორც განუვითარებელ, ისე მიტოვებულ ადგილებში. სანაპიროზე დახურული და გამოუყენებელი ადგილები უნდა გაიხსნას და სრულად ხელმისაწვდომი იყოს.        

ასევე სტატიაში გაჟღერებულია  რამდენიმე  საპროექტო იდეაც. ურბანისტის თქმით მნიშვნელოვანია მუჰაჯირებისა  (ყოფილი რუსთაველი )  და დიოსკურიის სანაპიროები  დაამატონ  აფხაზეთის ისტორიულ და კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში, თუ ეს უკვე არ გაკეთებულა. ეს საშუალებას მისცემს დაცული ტერიტორიების იდენტიფიცირებას, შემცირდეს და გარკვეულწილად გაამარტივოს სამშენებლო საქმიანობის სპონტანურობა.მისი თქმით სანაპიროს რეკონსტრუქციის არქიტექტურული და დაგეგმარებითი სამუშაოების  მომზადებისას სპეციალისტებთან ერთად, ჯგუფის წევრებს  უნდა შეადგენდნენ ქალაქის აქტივისტები. უნდა გამოცხადდეს  ღია ტენდერი სანაპიროს  განახლების (რეკონსტრუქციის) საუკეთესო პროექტისათვის. ეს სტიმულირებს ახალ იდეებს , როგორც  ადგილობრივ დონეზე, ასევე აკუმულირებს ინტერესს სხვა ქვეყნის წამყვანი არქიტექტურული ბიუროებისგან, რომელთაც აქვთ გამოცდილება სანაპიროების გაუმჯობესების პროექტებში.

   მისი თქმით უკვე მიიღეს ინიციატივები  ინდივიდუალური იდეების, კონცეფციების და გეგმების შემუშავების მიზნით, სანაპირო ლანდშაფტის განვითარებისთვის. კერძოდ, ქალაქის ადმინისტრაციის,   “ეკოლოგიური კოალიციისა” (საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანება)  ცნობილი იტალიური ლანდშაფტის და არქიტექტურული ბიუროს LAND MILANO (შემდგომში ”LAND”) , ადგილობრივი ლანდშაფტის არქიტექტორის ნაალა მირზოიანის  ურთიერთთანამშომლობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით  შეიმუშავეს და შესთავაზეს მუჰაჯირების  სანაპიროს ლანდშაფტის განვითრების იდეა, მისი გაუმჯობესების ინდივიდუალური ელემენტებით.

ამ კონცეფციის რამდენიმე ძირითადი ასპექტი:

სოხუმის სანაპიროზე აქვს ისტორია და ტრადიციები, ცხოვრება და ჩვევები. ხანდაზმული მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანია წარსულის სულის შენარჩუნება, ახალგაზრდა თაობა დაინტერესებულია ინოვაციებით. ეს გახდა სახელმძღვანელო სანაპიროს  გაუმჯობესების ინდივიდუალური ელემენტების შემუშავებაში. წინამდებარე კონცეფციაში  მუჰაჯირების  სანაპიროს ტერიტორია  განისაზღვრება საზღვაო პორტიდან  ჭითანავას ქუჩამდე. შემოთავაზებულ იქნა  მოჰაჯირების სანაპიროს პირობითი დაყოფა   სამ ფუნქციონალურ ზონად: ისტორიულ, სარეკრეაციო და ბუნებრივ ტერიტორიებად.ისტორიული ზონა გადაჭიმულია მდინარე სუხუმკადან  ზვანბას ქუჩის  კვეთამდე – მთავრობის შენობის მოპირდაპირე მხარეს და მუჰაჯირთა ძეგლთან.დასვენების არეალი მთავარი სასეირნო და მწვანე ადგილია მთლიანი ბორცვის გასწვრივ, საზღვაო ნავსადგურიდან  ჭითანავას ქუჩამდე.ბუნებრივი ტერიტორია –  სანაპიროს ვრცელი ქვიშიანი  ტერიტორია გასეირნებისთვის.

შეჯამებისთვის უნდა ითქვამს რომ სანაპირო ქალაქის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ასპქტად რჩება და იგეგმება მისი მომავალი განვითარების ტენდენციები.  

დოკუმენტი : http://chp-apsny.org/upload/iblock/f2b/Sukhum_zachem-nuzhna-rekonstruktsiya-naberezhnoy.pdf

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები