წყალდიდობა აფხაზეთში

 წყალდიდობა აფხაზეთში

გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს ავტორის ან მე-16 ელემენტის პოზიციას.

27 ივლისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად აფხაზეთში რამდენიმე მდინარე ადიდდა  და დაიტბორა მიმდებარე სახლები. სატუმბი სადგურების დაზიანების გამო, სოხუმის ნაწილი და გულრიფშის რაიონი წყლის გარეშე დარჩა.

იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს  აფხაზეთში  კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად და როგორ იმოქმედა წყალდიდობამ ქვეყნის სოფლის მეურნეობაზე,მასალა მოამზადა  Sputnik Abkhazia-მ.

წყალდიდობის  შედეგები

უამინდობამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა გუდაუთის რაიონს, სადაც მდინარის მოვარდნილ,ა  ნაკადმა დატბორა მინიმუმ 350 სახლი. როგორც რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერი ავიძბამ Sputnik– ს განუცხადა, წყალდიდობა ახლა  აღარ არის   და მოსახლეობა სახლების პირველ სართულებს ასუფთავებს. მან ხაზი გაუსვა, რომ სტიქიამ გამოიწვია დიდი ზარალი,  რომელიც ჯერ არ არის შეფასებული და რომ რაიონულმა ადმინისტრაციამ დაიწყო დაზარალებულთა განცხადებების მიღება. ”დაზიანდა მაცხოვრებლების ავეჯი, ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც პირველ სართულებზე იყო განლაგებული, რამდენიმე მანქანა კი ზღვაში გაიტანა მოვარდნილმა ნაკადმა. ” – აღნიშნა ავიძბამ.

გუდაუთის რაიონის გამგეობის უფროსის მოადგილის თქმით, მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, მაგრამ რამდენიმე სოფელში გზები და ხიდები ჩამოიშალა. ავიძბამ ასევე აღნიშნა საქალაქო სამსახურების და რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის  კოორდინირებული მუშაობა.  

ყველა დაზარალებულის დახმარების მიზნით, გუდაუთის რაიონის ადმინისტრაცია იმედოვნებს ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას, რადგან ისინი ვერ შეძლებენ გაუმკლავდნენ საკუთარი ძალებით უსახსრობის გამო. აღსანიშნავია რომ სხვა ობიექტებთან ერთად, მოსულმა წყალმა დატბორა გლეხების სასოფლო -სამეურნეო მიწა, დაზიანდა საზამთროს პლანტაციები და სიმინდის მინდვრები.

წყლის გარეშე

სოხუმის საბინაო და კომუნალური მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რუსლან ავიძბამ თქვა, რომ კატასტროფის შედეგად კელასურში ორი სატუმბი სადგური გამორთულია.”გულრიფშის სატუმბი სადგური ამარაგებს გულრიფშსის მთელ რაიონს, აგუძერას, ახლომდებარე სოფლებს და სინოპის ნაწილს. კელასურის სატუმბი სადგური ამარაგებს ტურბაზას ნაწილს, ბათუმის ქუჩას (ძმები ზანთარიას ქუჩა – სტატიის ავტორი.), ჩანბას, სოფელ ბასლატას ნაწილს. ტუმბოები, არ დაიწვა, რადგან დროულად გამორთეს, ახლა მიმდინარეობს მუშაობა ტუმბოების გაშრობაზე, ” – თქვა ავიძბამ. გულრიფშისა და სინოპის ნაწილის წყალმომარაგების აღდგენას ნაკლები დრო დასჭირდება, რაც შეეხება კელასურის სატუმბი სადგურს, სიტუაცია უარესია, აღნიშნა მან.

“როდესაც მდინარე კელასური ადიდდა  მან დაანგრია დამხმარე წყლის არხი, რომელიც გადადიოდა მდინარეზე სატუმბი სადგურიდან ქალაქამდე. ამიტომ, ჩანბას, ბათუმის, ხვარცკიას, კომსომოლსკაიას ქუჩები წყლის გარეშე რჩება.  ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მდინარის გასწვრივ დამხმარე წყლის მილსადენის გასავლელად, მილები უკვე ნაპოვნია. ჩვენ ველოდებით კელასურში წყლის დონის დაცემას, რადგან აუცილებელია იქ აღჭურვილობის მართვა, რათა მოვამზადოთ მდინარის ფსკერი მილების დასაყენებლად “, – აღნიშნა ავიძბამ. სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის, ბესლან ეშბას თქმით, მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფას დედაქალაქის წყლისარხი განახორციელებს.

“ჩვენ გვაქვს გადამზიდი ავზები, რომლებიც წყალს მიაწვდიან იმ მისამართებზე, სადაც ახლა ის არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ონკანში წყალი არ არის, ჩვენ მას  სახლში  მივაწვდით ხალხს”, – თქვა მან.

გარდა ამისა, წყალდიდობის გამო, დედაქალაქის სანაპირო ტერიტორია მდინარეების მიერ მოტანილი ნამსხვრევებით, ტოტებითა და ტალახით იყო სავსე და ახლა გაწმენდილია.გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა ასლან ბარათელიამ თქვა, რომ სასმელი წყლის მარაგის  მიწოდების აღსადგენად აუცილებელია გზის რეაბილიტაცია, რომელიც დაზიანებული  იყო ტუმბოების სარემონტოდ ამოღების შემდეგ. ვარაუდობენ, რომ შესაძლებელი იქნება გზის აღდგენა და შეკეთებული ტუმბოების ხელახალი დაყენება მოკლე დროში, ხოლო ივლისის ბოლოს  გულრიფშის რაიონს მიეწოდება სასმელი წყალი.

წყარო

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა