ტურისტული სეზონი აფხაზეთში

 ტურისტული სეზონი აფხაზეთში

გამოყენებული ტერმინები და სახელწოდებები, ასევე ფაქტების კონსტანტაცია აფხაზური პრესიდან უცვლელადაა გადმოტანილი და ის არ ასახავს ავტორის ან მე-16 ელემენტის პოზიციას.

აფხაზეთში, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ,  ზაფხულის ტურისტული სეზონი დაიწყო. სტატისტიკის მიხედვით, აფხაზეთის კურორტები დასვენების მთავარი მიმართულებებია რუსეთის მოსახლეობისთვის. ტურისტული განსახლების ობიექტებში დატვირთვა დაახლოებით 100 პროცენტია, განუცხადა რადიო Sputnik- ს აფხაზეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა.მისივე თქმით, 11 ივნისის მდგომარეობით, რიწის ეროვნული რელიქტური პარკი 154 560 ადამიანმა დაათვალიერა, ახალი  ათონის მღვიმე – 103 826 ადამიანი.

“ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებლები აფხაზეთის  ტურიზმის თანამედროვე ისტორიაში. ის უახლოვდება 2016 წლის მაჩვენებლებს, როდესაც პიკური დატვირთვა გვქონდა. ვფიქრობ, სეზონი კარგად წავა, რადგან ჯავშანი დადასტურებულია მთელი ზაფხულის განმავლობაში”, – თქვა მან.  ბარციცის თანახმად, ტურიზმის სამინისტრო ამოწმებს განსახლების ობიექტებსა და ტურისტულ კომპანიებს სანიტარული,  ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების შესრულების მიზნით.

მისი თქმით შემოწმების დროს, აღმოჩნდა რომ  მოქალაქეები შეგნებულად იცავენ რეკომენდაციებს – ნიღბის ტარება , სოციალური დისტანცია,  ტემპერატურის  გაზომვა.  ბარციცი აღნიშნავს, რომ სტუმრების უმეტესობა აფხაზეთში ჩამოდის კრასნოდარის ტერიტორიიდან, მოსკოვიდან და პეტერბურგიდან.

“ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ სტუმრების მიღება შეგვიძლია არა მხოლოდ სხვა ტურისტული ქვეყნების საზღვრების დაკეტვის დროს, არამედ სხვა დროს, როდესაც კონკურენციაა.“- თქვა მან.ბარციცის თქმით, რუსეთსა და თურქეთს შორის საჰაერო კომუნიკაციის გახსნა დიდად არ იმოქმედებს აფხაზეთში ტურისტების ნაკადზე, რადგან ხალხმა უკვე გადაიხადა ვაუჩერების  თანხა  და არ ცვლიან გეგმებს.

აღსანიშნავია, რომ Sputnik-ის ცნობით გაგრა შინაურ ცხოველებთან ერთად დასვენებისთვის საუკეთესო მიმართულებების სიაშია. შვებულების გაქირავების სერვისმა TVIL.RU დაადგინა, თუ სად ურჩევნიათ ტურისტებს დაისვენონ თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად 2021 წლის ზაფხულში.გაგრა კი  შედის ყველაზე პოპულარული კურორტების რეიტინგში, სადაც ტურისტები დაისვენებენ თავიანთ შინაურ ცხოველებთან ერთად 2021 წლის ზაფხულში.

სამი ლიდერი, გაგრის გარდა, იყო იალტა და სოჭი. შინაურ ცხოველებთან დასვენების ათეულში შედიოდნენ: პეტერბურგი, მოსკოვი, დონის როსტოვი, კისლოვოდსკი, ოსტაშკოვი, პეტროზავოდსკი და ბაშკირული კურორტი ბანნოე.

TVIL.RU სერვისის თანახმად, ტურისტები შინაურ ცხოველებთან ერთად შვებულებას იწერენ 1 – დან 10 ღამემდე და დღეში 1,5 – დან 6 ათას რუბლს ხარჯავენ საცხოვრებლად. ამავდროულად, ყველაზე იაფი იქნება კისლოვოდსკში დასვენება, უფრო ძვირი  კი – ოსტაშკოვში.

გამოყენებული ლიტერატურა:

წყარო 1

წყარო 2

ელეონორა ჭანია

მსგავსი პოსტები

ზედა პანელზე გადასვლა